ბათუმში 14 წლის ბიჭი დაჭრეს
ბათუმში 14 წლის ბიჭი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. მას სამი ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. თვითმხილველების თქმით ჩხუბი რამდენიმე ახალგაზრდას შორის მოხდა. დაჭრილი მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.ექიმების ინფორმაციით, 14 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.