გორში 14 წლის წინ დაკარგული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები განახლდა
უკვე მეთხე დღეა გორში, კულტურისა და დასვენების პარკში ტერიტორია, რომელიც მდინარე ლიახვის სანაპიროს ესაზღვრება, პოლიციის ოპერატიული ლენტითაა შემოსაზღვრული. 14 წლის წინ დაკარგული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებებმა, სავარაუდოდ, ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. ასევე უცნობია, რა ტერიტორიაზე განახლდება ძებნა. შსს-ს ოპერატიული ჯგუფები პარკის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან.