WizzAir-ის რეისი გადაიდო - ქუთაისი-დორტმუნდის რეისი თითქმის 6-საათიანი დაგვიანებით შესრულდა
ქუთაისი-დორტმუნდის რეისი თითქმის 6-საათიანი დაგვიანებით, დაახლოებით ღამის 12 საათისთვის შესრულდა. ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა კომპანია "ვიზეარის" კუთვნილი თვითმფრინავით უნდა განხორციელებულიყო. როგორც აეროპორტში განაცხადეს, რეისის გადადების მიზეზი ბორტის ტექნიკური დათვალიერება გახდა.