კულტურის ახალი პრემია საქართველოში
პრემიის შექმნის საფუძველია ის, რომ გვსურს, დამწყებ არტისტებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათი ნამუშევრები იმსახურებენ ყურადღებას, რომ მათი შემოქმედება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ 2018 წლის 18 ნოემბერს დაარსდა ახალი პრემია კულტურის დარგში - "პრემია იკა", რომლის მისიაც ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა. "პრემია იკა" - ეს არ არის შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული პრემია. სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, პრემია "იკა" თავად პოულობს საინტერესო, ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს და აჯილდოებს მათ.