ნაჯღაბნი, რომელიც დედაქალაქის მერიამ შემოიტანა და ბიუჯეტი დაარქვა, არის მაღალი თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების ბიუჯეტი - ლევან ხაბეიშვილი
ნაჯღაბნი, რომელიც დედაქალაქის მერიამ შემოიტანა და ბიუჯეტი დაარქვა, არის მაღალი თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების ბიუჯეტი, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში განაცხადა, სადაც დღეს კომისიების ფორმატში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.