თოვლის გუნდა ეკრანებს უბრუნდება - ნახეთ ახალი ეპიზოდი 30 წლის შემდეგ
თოვლის გუნდა - ყველასთვის საყვარელი განახლებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მაყურებელს 30 წლის შემდეგ, ახალი ეპიზოდით შეახსენებს თავს. მისი ჩვენება, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ორგანიზებით, კინოთეატრ "ამირანში" 24 ნოემბერს, 12:00-ზე გაიმართება, თუმცა მანამდე ანიმაციური ფილმის ნახვა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის Youtube-ის არხზე შეგიძლიათ.