ნახეთ, როგორ ჩამოინგრა მოსკოვში 12-სართულიანი ბიზნესცენტრი
მოსკოვში, "კრასნაია სოსნას" ქუჩაზე მდებარე 12-სართულიანი ბიზნესცენტრი "სევერიანინი" ჩამოინგრა. მომხდარის გამო საცობი შეიქმნა. აგრეთვე, იაროსლავის გზატკეცილზე მიმავალი მანქანები ნანგრევებით გამოწვეული კვამლის გამო გადაადგილებისას სირთულეებს წააწყდნენ.
საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შენობის დემონტაჟი დიდი ხანია, რაც იგეგმებოდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ცათამბჯენი ქუჩის მეორე მხარეს უნდა დაცემულიყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ის მანქანების მიმავალ გზაზე ჩამოინგრა. კადრები თვითმხილველების მიერაა გადაღებული.