სპეცოპერაციები ფონიჭალში, გარდაბანში, კასპსა და მარნეულში - დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი
შს სამინისტროს თანამშრომლების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას.