ყველასთვის ცნობილი ქუჩის მუსიკოსი სამირი გარდაიცვალა - საარქივო კადრები მისი ცხოვრებიდან
თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი ქუჩის მუსიკოსი სამირ სავჩუკი გარდაიცვალა. თბილისის მეტროსადგურებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ხშირად შეამჩნევდით ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის მამაკაცს, სწორი შავი თმითა და ჭრელი თვალებით, რომელიც გიტარაზე უკრავდა და გამვლელებისთვის მღეროდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამირ სავჩუკი ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს.
შსს-ს ინფორმაციით, სამირ სავჩუკი თბილისში ვეძინის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში 27 ნოემბერს იპოვეს გარდაცვლილი. საქმე აღიძრა 115-ე მუხლით. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მივიდა და გარდაცვლილი დილას, საწოლში იპოვეს.