loader

როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი - ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მოლოდინები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი - ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მოლოდინები

როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი - ამ საკითხთან დაკავშირებით პროგნოზებს ექსპერტები და პოლიტიკოსები აკეთებენ. ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ მან განახორციელოს ის პოლიტიკა, რომელსაც, კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტი განსაზღვრავს.

მისივე თქმით, პრეზიდენტ მარგველაშვილსაც ჰქონდა პირადი მოსაზრებები, მაგრამ კონსტიტუცია ავალდებულებდა, ქვეყანა წარმოედგინა სწორედ იმ ჩარჩოების მიხედვით, რომელსაც პარლამენტი განსაზღვრავდა. საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ძალიან უხერხული და სამარცხვინოა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეყოლება ისეთი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ არმიას საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში ადანაშაულებს.