უახლესი გარემოება მერაბ კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარი სასტიკი ავარიის შესახებ - იყო თუ არა მორაგბე ნასვამი
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მერაბი ნასვამი რომ არ იყო, უდავოდ ცნო როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ. ეს დაადასტურა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნამ. მეკო შემთხვევის დროს ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასევე გამოიკვეთა, რომ მისი მხრიდან სიჩქარის გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუკრი კვინიკაძემ განუცხადა.