პეტრო პოროშენკოს გამოსვლის დროს გადაცემის სტუმარმა გონება დაკარგა - ინციდენტი პირდაპირ ეთერში მოხდა
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ გონება დაკარგა. ინციდენტი პირდაპირ ეთერში მოხდა.
გადაცემაში უკრაინის პრეზიდენტი აზოვის ზღვაში მომხდარ ინციდენტზე საუბრობდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ლუდმილა დენისოვა უკრაინელი მეზღვაურების გასათავისუფლებლად დღეში 20 საათის განმავლობაში მუშაობს.
ომბუდსმენი სტუდიიდან პოროშენკომ და გადაცემის სხვა სტუმრებმა გაიყვანეს.