loader

მილიონობით მიტოვებული სახლი: იაპონელები მემკვიდრეობით მიღებულ საცხოვრებლებზე უარს ამბობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მილიონობით მიტოვებული სახლი: იაპონელები მემკვიდრეობით მიღებულ საცხოვრებლებზე უარს ამბობენ

იაპონიაში უამრავი ცარიელი საცხოვრებელი სახლია. ქვეყნის პროვინციებში, სოფლებსა და სუბურბანულ ტერიტორიებზე საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა დაბალია, რისი უმთავრესი მიზეზიც ადამიანების დიდ ქალაქებში მიგრაციაა.

შესაბამისად, როცა მოთხოვნა დაბალია, უძრავ ქონებაზე ფასებიც ეცემა. აქ მცხოვრებ ადამიანებს თუნდაც მემკვიდრეობით მიღებული ძველი სახლების მოვლა-პატრონობის სტიმულიც კი არ აქვთ. შესაბამისად, სახლები ცარიელი რჩება. სწორედ მსგავსი სახლების გაყიდვას ცდილობენ უძრავი ქონების სააგენტოები და მსურველებს ქონებას უფასოდ სთავაზობენ. ახალ მფლობელებს მხოლოდ გადასახადებისა და სააგენტოსთვის ანაზღაურების გადახდა მოუწევს.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლისთვის იაპონიაში 7 მილიონ 500 ათასი ცარიელი სახლი იყო, 2013 წლისთვის კი მათმა რიცხვმა 8 მილიონ 200 ათასს მიაღწია.