loader

"იმიტომ, რომ თელავმა არ მომცა ხმა" – რისი დამტკიცება სურს ზურაბიშვილს ინაუგურაციის თელავში გამართვით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმიტომ, რომ თელავმა არ მომცა ხმა" – რისი დამტკიცება სურს ზურაბიშვილს ინაუგურაციის თელავში გამართვით

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში გაიმართება - ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა თავად სალომე ზურაბიშვილმა. ცერემონია 16 დეკემბერს ერეკლე მეორის სასახლეში მოეწყობა. ის არ მალავს, რომ ინაუგურაციის ადგილად თელავი შემთხვევით არ აურჩევიათ.

რატომ კონკრეტულად ეს ქალაქი - ჟურნალისტების მიერ დასმულ ამ კითხვაზე ზურაბიშვილი ასე პასუხობს: "იმიტომ, რომ თელავმა არ მომცა ხმა". ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, მას თელავში ინაუგურაციის გამართვით იმის დამტკიცება უნდა, რომ მათი პრეზიდენტიცაა, ვინც ხმა არ მისცა. არჩეული პრეზიდენტი ასევე განმარტავს, რომ მიწვეულთა შორის იქნება გიორგი მარგველაშვილიც.

ის ასევე ამბობს, რომ ცერემონიას დაესწრება ყველა იმ ქვეყნის დელეგაცია, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს.