ზუგდიდში, პოლიციის შენობასთან, მამაკაცს მიკროავტობუსი დაეჯახა - დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. ავარია საპატრულო პოლიციის შენობასთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცს სამარშუტო მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას კვეთდა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ახცადებენ, რომ იგი საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გარდაცვლილი შს სამინისტროს ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელია. ამის შესახებ "პალიტრავიდეოს" შსს-ში განუცხადეს.
უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.