loader

იუსტიციის სახლთან მოქალაქეები მიწის უცხოელებზე გასხვისებას აპროტესტებენ: "აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იუსტიციის სახლთან მოქალაქეები მიწის უცხოელებზე გასხვისებას აპროტესტებენ: "აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ"

ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ იუსტიციის სახლთან შეკრებილი ადამიანების მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ისინი "აჯანყებისთვის მზადებას დაიწყებენ".

"ჩვენ მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, ხელი არ აუკანკალდეთ, დააჭირონ ღილაკს, გამორთონ სერვერები, უარი განაცხადონ რეგისტრაციაზე და თქვან - 5 კალენდარული დღის განმავლობაში გავდივართ გაფიცვაზე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, როგორც ანტისახელმწიფოებრივ აქტს. ჩვენ ვპირდებით, რომ დავიცავთ მათ უფლებებს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ახლა იუსტიციის სახლში მათი ორი წარმომადგენელი - ემზარ კვიციანი და ზვიად ტომარაძე არიან შესულნი.