loader

"სკოლის ფარგლებს გარეთ ხვდებოდნენ ვიღაცა პირები, აშინებდნენ ბავშვს" - რა მოხდა ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სკოლის ფარგლებს გარეთ ხვდებოდნენ ვიღაცა პირები, აშინებდნენ ბავშვს" - რა მოხდა ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში

ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც სკოლის დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მეხუთე კლასის მოსწავლის მშობლებმა სკოლის დირექციას შეატყობინეს, რომ მის შვილს უფროსი ბიჭები ქუჩაში დახვდნენ და მის დაშინებას შეეცადნენ.

დირექციამ მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა.