loader

ჯენიფერ ლოპესის დედას ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა სახეში გაარტყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯენიფერ ლოპესის დედას ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა სახეში გაარტყა

ჯენიფერ ლოპესი ნიუ-იორკის რადიო-სტუდიაში, ინტერვიუზე, დედასთან ერთად მივიდა, რა დროსაც თაყვანისმცემლების მხრიდან ინციდენტი დაფიქსირდა - როცა ჯენი და გვადალუპე ჟურნალისტების გარემოცვაში იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა ფანატმა დედას სახეში იდაყვი გაარტყა.

ჯერჯერობით უცნობია, შემთხვევა იყო თუ სპეციალურად დაგეგმილი სკანდალი. გვადალუპემ სახეზე ხელი მიიფარა, ლოპესმა კი სასწრაფოდ მოაშორა თაყვანისმცემლების არმიას.