გრიპის ვირუსით აჭარაში 53 წლის ქალი გარდაიცვალა
აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 53 წლის ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.