თავდასხმა ექიმზე მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში - ნარკოტიკულ საშუალებაზე უარის შემდეგ პაციენტმა ექიმს სასტიკად სცემა
თავდასხმა ექიმზე - მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს ექიმს პაციენტი სასტიკად გაუსწორდა. ექიმს მიღებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ამავე საავადმყოფოს ექიმზე, ნინო პოპიაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს. კონფლიქტი მედიკოსსა და პაციენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პაციენტმა ექიმს ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მას სცემა. ღამით კლინიკაში პოლიცია იყო მობილიზებული.