პირველი იანვრიდან სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა
2019 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა. საუბარია ეროვნული ბანკის დებულებაზე, რომლის თანახმადაც, ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე კრედიტები აღარ გაიცემა.
იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს სესხის მისაღებად საკმარისი შემოსავალი არ ექნება, შეუძლია თანამსესხებელი ჰყავდეს, თუმცა, ის მხოლოდ მისი საოჯახო მეურნეობის წევრი უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში, სესხის მომსახურების კოეფიციენტში ამ თანამსესხებლის შემოსავალიც იქნება გათვალისწინებული.