დუტა სხირტლაძისა და მისი მეუღლის ულამაზესი აგარაკი მცხეთაში
მსახიობი დუტა სხირტლაძე და მისი მეუღლე, დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს მცხეთის აგარაკზე ატარებენ ხოლმე. ეს სახლი ქალბატონ მარინას მემკვიდრეობით ბაბუისგან ერგო. შემოქმედი წყვილის სახლის ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო ფერადოვანი და მიმზიდველია, ცოტა იდუმალიც. ბებიის მიერ დანატოვარი ავეჯი ქალბატონმა მარინამ საკუთარი ხელით განაახლა, შეღება და ახალი სიცოცხლე აჩუქა. ამბობს, რომ თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს და ძალიან ძვირფასია მისთვის. ამიტომ ყველაფერს სათუთად უფრთხილდება.
წყარო
წყარო