მორიგი ფატალური შემთხვევა თბილისში - 41 წლის ქალი გრიპით გარდაიცვალა
გრიპის ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში - წმ. ლაზარეს კლინიკაში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ე.წ. ღორის გრიპი H1N1 გახდა. სამწუხაროდ, ორკვირიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.