მსახიობი, რომელსაც ექიმის ცემისთვის ბრალი წაუყენეს - რეზი ნასიძის პრივატული ვიდეოები "ინსტაგრამიდან"
"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ რეზი ნასიძეს, რომელიც ექიმზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნასიძის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
გამოძიების ინფორმაციით, ნასიძემ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნასიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
დღესვე გავრცელდა კადრები, სადაც წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკაში მომხდარი დაპირისპირებაა ასახული. ვიდეოში ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად მსახიობი რეზი ნასიძე ექიმებს. კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს.
"პალიტრავიდეო" კი გთავაზობთ პრივატული ვიდეოების ნაკრებს მსახიობის "ინსტაგრამიდან".