ქუთაისში, სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ქუთაისის კლინიკაში, სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რამდენიმე საათში იქნება ცნობილი, კონკრეტულად რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.