როგორ გამოიყურება მთვარის "ბნელი" მხარე - ჩინეთის კოსმოსური ხომალდის კადრები
2 იანვარს ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომლის ხომალდმაც მთვარის "ბნელ" მხარე მოინახულა. ხომალდი Chang'e 4 მთვარის სამხრეთ პოლუსზე ეიტკენის აუზში დაეშვა, რომელიც მთვარის ზედაპირზე არსებული ყველაზე დიდი, ძველი და ღრმა კრატერია.