დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სტუმრებს ბურგერებით გაუმასპინძლდა - "საკვები სწრაფი კვების ობიექტებში შევუკვეთეთ და ხარჯი თავად დავფარე"
აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში გამართულ წვეულებაზე სტუმრებს ბურგერებით გაუმასპინძლდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიზეზი დაფინანსების არარსებობის გამო აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეწყვეტა გახდა. ამავე მიზეზის გამო თეთრ სახლში სამზარეულოს პერსონალის ნაკლებობაა და ვახშამი ვერ მოამზადეს.
ტრამპმა წვეულება კოლეჯის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულებისთვის გამართა, სუფრაზე კი, ტრადიციული კერძების ნაცვლად, ბურგერები, პიცა და ფრი იყო.
"მუშაობის შეჩერების გამო საკვები სწრაფი კვების ობიექტებში შევუკვეთეთ და ხარჯი თავად დავფარე. გვაქვს პიცები, 300 ჰამბურგერი, უამრავი კარტოფილი ფრი, ჩვენი საყვარელი საჭმელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ფედერალურ მთავრობას მუშაობა ნაწილობრივ უკვე 24-ე დღეა შეჩერებული აქვს. აღნიშნულის გამო დაახლოებით 800 000 საჯარო მოხელე დაზარალდა, მათ შორის, თეთრი სახლის პერსონალიც, რომელთა ნაწილიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. ტრამპი აცხადებს, რომ იგი არ დაამტკიცებს ქვეყნის ბიუჯეტს, ვიდრე კონგრესში მექსიკის საზღვარზე მიგრანტებისგან დამცავი კედლის მშენებლობის დაფინანსებას არ დათანხმდებიან.