მელიქიშვილზე სროლას წინ ჩხუბი უძღვოდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს 6 ჭრილობა მიაყენეს - ვარაუდობენ, რომ მანქანის ჩაცხრილვა მარგველაშვილის სიძის სამეგობროს უკავშირდება
ვერაზე, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტში დაჭრილ პირს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში განუცხადეს, დაჭრილს იღლიის არეში ორი და ფეხის არეში ოთხი ჭრილობა აღენიშნებოდა. მათივე ინფორმაციით, ჭრილობა ბასრი საგნით არის მიყენებული. დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
დაჭრილი 35-წლამდე ასაკის გიორგი ადუაშვილია. სავარაუდოდ, ის სროლამდე მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები არ აღენიშნება. რაც შეეხება უშუალოდ მანქანის მისამართით განხორციელებულ გასროლებს, არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაჭრილა.
შეგახსენეთ, ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან რამდენიმე საათის წინ გაუხსნეს. სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა.
ასევე იხილეთ: მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები - პირველი კადრები მონტაჟის გარეშე
რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც მელიქიშვილზე ავტომობილის ჩაცხრილვას შეესწრო
სათვალთვალო კამერის კადრები: როგორ დაგორდა ჩაცხრილული მანქანა ვერაზე მომხდარი სროლის შემდეგ