loader

მალე,"მექანიკური ფორთოხალი" - პრემიერა "თავისუფალ თეატრში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალე,"მექანიკური ფორთოხალი" - პრემიერა "თავისუფალ თეატრში"

"თავისუფალი თეატრი" დეკემბრის შუა რიცხვებში ენტონი ბერჯერსის რომანის "მექანიკური ფორთოხალი"- ს მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერით წარსდგება მაყურებლის წინაშე.

სპექტაკლის რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის განცხადებით, რომანში აღწერილი მოქმედება საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებშია გადმოტანილი.

"თავის დროზე ენტონი ბერჯერსის რომანმა "მექანიკურმა ფორთოხალმა" და კუბრიკის მიერ გადაღებულმა ფილმმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გადავწყვიტე რომანის ეპოქა საქართველოს 90-იანი წლების ეპოქაში გადმოვიტანო. მინდა ამ პერიოდის მეშვეობით გავაკეთო ანალიზი თუ რა ხდება დღეს ჩვენ საზოგადოებაში. საინტერესო ამბები მოხდება ამ სპექტაკლში",-განაცხადა ავთო ვარსიმაშვილმა.

მისსივე ინფორმაციით, სპექტაკლი დიდ რეზონანსს გამოიწვევს არამარტო თეატრალურ წრეებში, ასევე საზოგადოებაში.
სპექტაკლში "თავისუფალი თეატრის" ყველა მსახიობი იქნება დაკავებული.