"არც ცოცხალი იციან, არც მკვდარი" - ლიბიაში 23 წლის ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა
ლიბიაში 23 წლის ქართველ მეზღვაურს ეძებენ. დავით რაზმაძე ლიბიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის "დოგან ბეიდან" 7 იანვარს გაუჩინარდა. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს. დაკარგული მეზღვაურის ოჯახს მომხდარი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შეატყობინეს.
დავით რაზმაძის დაკარგვა მისმა თურქმა შემცვლელმა აღმოაჩინა და ადგილობრივ პოლიციას მიმართა. საქმეში ქართული მხრიდან ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და საზღვაო პოლიცია. დავით რაზმაძემ ლიბიის გემზე მუშაობა სამი თვის წინ დაიწყო.