"ჩვენგან ორ ნაბიჯში, ცხინვალის რეგიონში, ძალიან მძიმე ვითარებაა... ბავშვთა საკვები არ არის, მედიკამენტები თითქმის აღარ აქვთ" - ალეკო ელისაშვილი
"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველომ ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა გააგზავნოს. ამის შესახებ ელისაშვილმა ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულ და სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.