loader

როგორ იძია მუშამ შური ხელფასის დაგვიანების გამო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იძია მუშამ შური ხელფასის დაგვიანების გამო

შემთხვევა ინგლისის ქალაქ ლივერპულში მოხდა. მუშა ექსკავატორით თითქმის დამთავრებულ სასტუმროში შევარდა და კარი და ავეჯი მიანგრია. როგორც სამშენებლო კომპანიაში განაცხადეს, მას 600 ფუნტ სტერლინგის ოდენობის ხელფასი რამდენიმე დღით დაუგვიანეს, რამაც მუშის გაღიზიანება გამოიწვია. მშენებლობაზე მომუშავეთა თქმით კი, ისინი გაოგნებული დარჩნენ ექსკავატორის მძღოლის საქციელით, რადგან ინციდენტის დროს შენობაში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.