loader

საზარელი ტრაგედია თბილისში - ვინ არიან ქეთევან წამებულის გამზირზე გარდაცვლილები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ტრაგედია თბილისში - ვინ არიან ქეთევან წამებულის გამზირზე გარდაცვლილები

საზარელი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ხელსაწყოს ნამწვით დაგროვილი CO-თი 7 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ყველაზე უფროსი, ბათო სუთიძე 54 წლისაა, ყველაზე უმცროსი, ლაშა კობახიძე კი - 20-ის. გარდაცვლილები არიან ასევე ბათო სუთიძის შვილი - 29 წლის ანზორ (კუსა) სუთიძე, მისი დისშვილი 28 წლის ნიკა კაპანაძე, ძმები - 32 წლის ვახტანგ და 39 წლის ჯონდო ყაზიშვილები, ასევე 24 წლის ნუკრი ჩუბინიძე.
"ყაზტრანსგაზის" ოფიციალური განცხადებით, კომპანიას ხელსაწყო - ბუნებრივი აირის წყლის გამაცხელებელი ჩახსნილი ჰქონდა, თუმცა, ბინის მეპატრონეებმა ის თვითნებურად კვლავ მიუერთეს ბუნებრივ აირს, რის შემდეგაც ბინა გააქირავეს. გარდაცვლილები ზესტაფონის, თერჯოლის, გორის, ასპინძის მუნიციპალიტეტიდან არიან და დედაქალაქის ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშებად მუშობდნენ.