თინა კანდელაკი სომხეთის პრეზიდენტს: იცით, რომ დედაჩემი სომეხია?
თინა კანდელაკი ეროვნებით ქართველ, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს, დავით იაკობაშვილს და სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანს გაესაუბრა. ვიდეოში, რომელიც კანდელაკმა საკუთარ სთორიში განათავსა, ჟურნალისტი იაკობაშვილს ქართულად, ხოლო სომხეთის პრეზიდენტს სომხურად ესაუბრება.