ado.slave('adoceanadvertlinegezdhtljqjof', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });
00:00 / 00:00
Autoplay
ado.slave('adoceanadvertlinegeweojpwjoya', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

ე.წ. ატსტუპნიკები დავით ბაქრაძეს მიმართვას უგზავნიან

14:37 / 31-10-2011
ე.წ. ატსტუპნიკები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და უმრავლესობის წევრებს: პავლე კუბლაშვილს, ლაშა თორდიასა და მიხეილ მაჭავარიანს მიმართვას უგზავნიან.
"ნუ გვაქცევთ დევნილებად საკუთარ ქალაქში", - ესაა მიმართვის ძირითადი გზავნილი, რომელიც ე.წ. ატსტუპნიკებმა დღეს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე თავად გაახმოვანეს.

"ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ გაუქმდეს კანონის ის მუხლი, რომლითაც საცხოვრებელი სახლები 2012 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დავტოვოთ, რაც ახალ წელს ბინათმოსარგებლეების ქუჩაში გამოყრასა და მშობლიურ ქალაქში დევნილებად გახდომას ნიშნავს. ასევე, პარლამენტმა უნდა განიხილოს "ბინათმოსარგებლეთა უფლებების დაცვის ასოციაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტი და დასამტკიცებლად გაიტანოს პლენარულ სხდომაზე. ბაქრაძე, კუბლაშვილი, თორდია და მაჭავარიანი, ნუ გვაქცევთ დევნილებად საკუთარ ქალაქში", - ნათქვამია მიმართვაში.

ე.წ. ატსტუპნიკების შეფასებით, პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულ ყველა სახელმწიფოში არსებობდა, თუმცა საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ხელისუფლებამაც მისი წარმატებით გადაწყვეტა ვერ შეძლო.

ავტორი: ლელა ბაღდავაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ახლა კითხულობენ

ბოლო სიახლეები

პოპულარული

ado.slave('adoceanadvertlinegetffqcudtev', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

ე.წ. ატსტუპნიკები დავით ბაქრაძეს მიმართვას უგზავნიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა