loader

პირველი კადრები თამარაშვილის ქუჩიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - რას ჰყვებიან თვითმხილველები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები თამარაშვილის ქუჩიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - რას ჰყვებიან თვითმხილველები

სროლა თბილისის ცენტრში - თაბუკაშვილის ქუჩაზე ცეცხლი ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. თამარაშვილის ქუჩაზე თვითმხილველებმა გაიგეს ათამდე გასროლის ხმა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომობილი, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მათ შორის ერთ-ერთი ვერსიით, მანქანაში მყოფებს მამაკაცმა, რომლის მისამართითაც ისროდნენ, საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

თვითმხილველების განცხადებით, დაჭრილია ერთი მამაკაცი, რომელიც კლინიკაში სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილიდან კერძო მანქანით გადაიყვანეს.