"თუ ყოველდღე მკითხავთ, რას ვაპირებთ და რა ხდება ჩვენს გონებაში, ფიქრისთვის ნაკლები დრო დაგვრჩება" - ეკა ბესელია ჟურნალისტებს
ახლა ერთადერთი რამის თქმა შემიძლია - რას გამოვრიცხავ. გამოვრიცხავ დავიმალო, გამოვრიცხავ გავუჩინარდე და ვერ მიპოვოთ, გამოვრიცხავ, ბრძოლა შევწყვიტო და გავჩერდე, გამოვრიცხავ, ეს ღირებულებები შევიცვალო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ დასჭირდება.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ დასჭირდება.