loader

ირაკლი კობახიძის მიმართვა კოლეგებს: "ასეთი ფორმით მუშაობით დავამთავრებთ ნევროზით, ვისაც სურს საუბარი, შეუძლია გარეთ ისაუბროს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძის მიმართვა კოლეგებს: "ასეთი ფორმით მუშაობით დავამთავრებთ ნევროზით, ვისაც სურს საუბარი, შეუძლია გარეთ ისაუბროს"

ასეთი ფორმით მუშაობით ნევროზით დავამთავრებთ ამ სესიას. გთხოვთ, სიჩუმე დავიცვათ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ წუთებში დაგეგმილია განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.

ირაკლი კობახიძე იმ დეპუტატებს, რომლებსაც სესიაზე დასწრება არ სურთ, გარეთ გასვლისკენ მოუწოდებს.

"დარბაზში ხმაურია, კოლეგებო, ასეთი ფორმით მუშაობით დავამთავრებ ნევროზით ამ სესიას. გთხოვთ, სიჩუმე დავიცვათ. ვისაც სურს საუბარი, შეუძლია გარეთ ისაუბროს; ვისაც სურს კოლეგების, მინისტრის მოსმენა, სჯობს დარჩეს დარბაზში", - მიმართა კოლეგებს ირაკლი კობახიძემ.