ავღანეთიდან დაბრუნებულმა ქართველმა მაიორმა შვილს სიურპრიზი გაუკეთა და მოულოდნელად კალათბურთის მატჩზე ეწვია
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს. ემოციურმა კადრებმა სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა დააგროვა. ავღანეთში მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიიდან დაბრუნებული II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურე მაიორი გიორგი ხუნდაძე მოულოდნელად შვილის კალათბურთის ამხანაგურ მატჩზე დასასწრებად მივიდა.
ამხანაგური მატჩი თავდაცვის სამინისტროს საკალათბურთო წრესა და ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდს შორის გაიმართა.
ამხანაგური მატჩი თავდაცვის სამინისტროს საკალათბურთო წრესა და ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდს შორის გაიმართა.