loader

პუშკინის ქუჩაზე 12 წლის ბავშვმა ავტობუსს გადაურბინა და მანქანას შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუშკინის ქუჩაზე 12 წლის ბავშვმა ავტობუსს გადაურბინა და მანქანას შეეჯახა

12 წლის გოგონას, რომელიც რამდენიმე საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. უბედური შემთხვევა თბილისის ცენტრში,  პუშკინის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა. მან ერთ-ერთ ტურისტს ნივთი წაართვა და ცდილობდა ადგილიდან მიმალვას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტომობილი, რომელსაც ბავშვი შეეჯახა ესპერტიზაზე გადაიყვანეს. ექსკლუზიურ კადრებს "კურიერი" ავრცელებს.