გაუქმდა კიდევ ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
ორ ფინანსურ ინსტიტუტს, "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ კრედიტსა" და "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს"-ს რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 6 თებერვლის განკარგულებაშია აღნიშნული. ამასთან, განკარგულების თანახმად, ორგანიზაციის ლიკვიდატორიც დაინიშნა.
როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, თუმცა, იანვარ-თებერვალში მათი რიცხვი კიდევ რამდენიმეთი შემცირდა.
წყარო: პალიტრანიუსი