საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი - სად გათბება ჰაერი 18-20 გრადუსამდე?
საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 12–14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, თბილი ამინდი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13–18 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ამაღამ და ხვალ დილით მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. კერძოდ, კახეთსა და თბილისში. ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6–11 გრადუსი იქნება, თბილისში – 9 გრადუსი.