loader

"არ შეუძლია ჭამა და დღე-ღამეში 20 საათის განმავლობაში საწვეთური აქვს მიერთებული" - ეს ბიჭი სინამდვილეში 25 წლისაა, შემთხვევა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ შეუძლია ჭამა და დღე-ღამეში 20 საათის განმავლობაში საწვეთური აქვს მიერთებული" - ეს ბიჭი სინამდვილეში 25 წლისაა, შემთხვევა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ეს ტომაშ ნადოლსკია, პოლონეთის ქალაქ ოლესნიცის მკვიდრი. მართალია, ის 12 წლის ბიჭს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში 25 წლისაა. მას უიშვიათესი დაავადება აქვს - ფაბრი. საშინელი ტკივილების გამო გამუდმებით იყენებს მორფის ფირფიტებს და სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს. არ შეუძლია ჭამა და დღე-ღამეში 20 საათის განმავლობაში საწვეთური აქვს მიერთებული, დეფორმირებულ ფეხის ტერფებზე კი სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმელი აცვია.
დაავადება მაშინ გამოვლინდა, როცა ბიჭი შვიდი წლის იყო. მოულოდნელად დაეწყო მუცლის ტკივილები, გულისრევა, ხელების და ფეხების ტკივილი. ექიმებს ეგონათ, რომ ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, ზუსტი დიაგნოზი კი არც ისე დიდი ხანია, დაუსვეს.

ბავშვური გარეგნობა ტომაშს დიდ პრობლემებს უქმნის. ნათესავებთან გაუფუჭდა ურთიერთობა, რადგან ბავშვივით ექცეოდნენ. არც უცხო ადამიანებს სჯერათ, რომ 25 წლისაა. ხშირად იმაშიც ადანაშაულებენ, რომ საბუთები აქვს გაყალბებული.
ახლა სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს - ყოველთვე კომპენსაციას იღებს. მისი მკურნალობა არც ისე იაფი ჯდება და ხშირად სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა.