როგორ ამზადებენ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ ჩირს ქარელში
საწარმო, სადაც ხილის ჩირს ამზადებენ, ქარელის რაიონში, ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში მდებარეობს. პროდუქციაში გამოყენებული ნედლეული ადგილობრივი ფერმერების მიერ ქარელში, გორსა და ბაღდათში მოყვანილი ხილია. გარდა ამისა, კომპანიას 25 ჰექტარზე გაშენებული საკუთარი ხეხილის ბაღი აქვს.
კომპანიის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ერთეულ საწარმოებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ადგილობრივი გლეხების ჩართულობაში.
თვითონ საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული. უმეტესობა ქარელის რაიონის მცხოვრებია, სოფელ სამწევრისიდან. "ჩიკორისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია. მათი როლი ძალიან დიდია როგორც წარმოებაში, ასევე, პროდუქციის გაუმჯობესებაში თუ ახალი პროდუქტის შექმნისას.