loader

მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანს დარბაზიდან ინვენტარის მოპარვაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანს დარბაზიდან ინვენტარის მოპარვაში ადანაშაულებს

მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ერეკლე გურჩიანი მოქმედ პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს და მასთან დაახლოებულ პირებს დარბაზიდან ინვენტარის მოპარვაში ადანაშაულებს. ერეკლე გურჩიანის განცხადებით, პარაოლიმპიელთა სავარჯიშო დარბაზიდან მისი კუთვნილი ინვენტარი ყოფილმა დეპუტატმა ჯაჭვლიანმა კარის გატეხვის შედეგად გაიტანა.

ერეკლე გურჩიანის თქმით, მას ნაცნობებმა შეატყობინეს, რომ დარბაზის კარი გატეხილი იყო, სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერის ნახვის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი კუთვნილი ნივთები სწორედ სოსო ჯაჭვლიანმა უნებართვოდ წაიღო.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გენადი კვიკვინიას განცხადებით, მან და სხვა სპორტსმენებმა მკლავჭიდის ფედერაციის კუთვნილი ინვენტარი ერთი დარბაზიდან მეორეში გადაიტანეს, კარი კი გასაღებით გააღეს. შესაბამისად, კვიკვინია რაიმე მოპარვის ფაქტს უარყოფს.