სალომე ზურაბიშვილის და ანგელა მერკელის შეხვედრის კადრები
ბერლინში, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი შეხვდნენ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი სალომე ზურაბიშვილს ფედერალური კანცელარიის ეზოში დახვდა, სადაც წითელ ხალიჩაზე ოფიციალური მისალმების ცერემონია გაიმართა. მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და ევროკავშირში საქართველოს ინტეგაციის პროცესში გერმანიის აქტიური მხარდაჭერისა და დახმარების საკითხები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიში ვიზიტად საფრანგეთიდან დღეს ჩავიდა. მან უკვე გამართა შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.