შსს "ქურდული სამყაროს" წევრების დაკავების კადრებს ავრცელებს - სპეცოპერაცია სენაკსა და ფოთში ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ასევე დაგაინტერესებთ: სენაკსა და ფოთში დაკავებულებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" ლავას ოღლითან და "ბონჩოსთან"
ასევე დაგაინტერესებთ: სენაკსა და ფოთში დაკავებულებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" ლავას ოღლითან და "ბონჩოსთან"