ყველაზე თამამი კაბა ქართული ტელევიზიის ისტორიაში - მარიკო ლეჟავა ღრმა დეკოლტით "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალურ შოუზე
"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. "ევროვიზიაზე" საქართველოს ოთო ნემსაძე წარადგენს. გამარჯვებული სულ ცოტა ხნის წინ გამოვლინდა. თუმცა იქამდე, ვიდრე შოუს კულმინაცია დადგებოდა, ტელემაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება მომღერალ მარიკო ლეჟავას კაბამ მიიპყრო, რომელიც შოუს ამ სეზონზე წამყვანის ამპლუაში წარსდგა.