"გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს ექიმს გარდაცვლილი საკუთარი ძმა დახვდა" - ვინ იყო გლდანში გაზის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი
გლდანში, III ა მიკრორაიონში, CO-თი მოწამვლის შედეგად 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. "პალიტრავიდეოს" ინფორმაციით, დაღუპული 1986 წელს დაბადებული ლევან ბუთხუზია, რომელიც მეგობართან იმყოფებოდა სტუმრად. ბუთხუზს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა "პალიტრავიდეოსთან" საუბარში განაცხადა, გარდაცვლილი შემთხვევის ადგილას მისული სასწრაფოს ექიმის ძმა აღმოჩნდა. სამედიცინო დახმარების პერსონალს ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.