loader

დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი - წარწერები იარაღზე, რომელიც ახალ ზელანდიაში მეჩეთში 40 ადამიანის მკვლელებს ეკუთვნოდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი - წარწერები იარაღზე, რომელიც ახალ ზელანდიაში მეჩეთში 40 ადამიანის მკვლელებს ეკუთვნოდათ

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ორ მეჩეთში ცეცხლის გახსნის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას New Zealand Herald-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, უკვე დააკავა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 

ცოტა ხნის წინ dailymail-მა მანქანაში აღმოჩენილი ნივთების სურათები გაავრცელა. ერთ-ერთზე იარაღზე გაკეთებული წარწერებიც ჩანს: დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი. ჯერჯერობით უცნობია, რა კავშირი აქვს ქართულ წარწერებს ტერორისტულ აქტთან.